შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი თოდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1951 წელს. 1951–1992 წწ. მუშაობდა არქიტექტორად სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში: "ქუთოლქპროექტი", "საქქალაქმშენსახპროექტის" ქუთაისის ფილიალი, "ქუთქალაქპროექტი" და სხვ.; 1975-1976 წწ. იყო ქუთაისის მთავარ მხატვრად; 1992 წლიდან იყო ინდივიდუალური საწარმოს "იერსახეს" დირექტორი. ძირითადი ნამუშევრები: მაუდის ფაბრიკის საბავშვო ბაღი (ქუთაისი, 1957, არქიტ. თ. კოპტანაშვილთან ერთად); რუსთაველის სახელობის ხიდი (1965; ინჟ. გ. ჩომახიძე), სამხატვრო გალერეა (1976, არსებული შენობის რეკონსტრუქცია არქიტ. ს. გაგუასთან ერთად); მეგობრობის მემორიალი "ნიკეა - ქუთაისი" (1985, არქიტ. გ. ჯაბუასთან ერთად, მოქანდაკე – გ. ნიკოლაძე); ქორწინების სახლი (თერჯოლა, 1965), სამხატვრო გალერეა (თერჯოლა, 1967). 2011 წელს მიენიჭა არქიტექტურის რაინდის წოდება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.77-78; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.412 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |