Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ თოდუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კოხნარი, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1951 წელს. 1959–1970 წლებში მუშაობდა ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1971–1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის პროფესორი, 1976–1981 წლებში ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, 1995–2004 წლებში საერთაშორისო ეკონომიკის და ეკონომიკის მოძღვრებათა ისტორიის კათედრის გამგე. 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. გრიგოლ თოდუამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკის თეორიისა და ეკონომიკის მოძღვრებათა ისტორიის პრობლემათა კვლევაში. გამოცემული აქვს მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები. ეკონომიკის ფილოსოფიის მიმართულების დამფუძნებელი საქართველოში. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.78-79 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |