შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1966 წელს. 1961 წლიდან თანამშრომლობდა არტელ "მხატვარში", მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში. ფლობდა ლითონების დამუშავების ყველა ხერხს (მოსევადება, მინანქარი, ამოკვეთის სხვადასხვა წესი, კვერვა, ზარნიში და სხვა). ნამუშევრები: ლიქიორის სერვიზი (ვერცხლი, ჭედვა), რუსთაველის პორტრეტი (ჭედვა), მოვერცხლილი ყანწები (ჭედვა, ფილიგრანი) და სხვა. მხატვარი, ოქრომჭედელი. მუშაობდა დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების დარგში, იყო ფერადი ლითონების დამუშავების ოსტატი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.569
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |