The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიგო ქურდიანი

გიგო ქურდიანი
Legal name:გრიგოლ ქურდიანი
Date of birth:5 March, 1873
Date of death:14 June, 1957  (at 84 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

დაამთავრა ხარკოვის უმაღლესი ტექნოლოგიური სასწავლებელი 1898 წელს. 

მუშაობდა ინჟინრად ალავერდში სპილენძის საბადოებზე, 1899 წელს კი ქ. ბაქოში ნავთობმრეწველობაში ცნობილ ბიზნესმენ ნობელთან. 1900 წელს ქ. თბილისის წყალმომარაგების ქსელის მმართველად. 1902 წელს დანიშნეს  ქ. თბილისის საქალაქო დუმის მთავარ ინჟინერ-არქიტექტორად. 1906-1916წწ. ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის წყალმომარაგების ქსელის რეკონსტრუქციის პროექტს. 1912-1914წწ. ხელმძღვანელობდა საინჟინრო ჯგუფს, რომელიც ამუშავებდა ქ. ქუთაისის წყალმომარაგების და კანალიზაციის პროექტს. 1916-1917წწ. ხელმძღვანელობდა პირველ მსხვილ კვლევებს ბულაჩაურის და ნატახტრის წყაროების და ქ. თბილისის წყლის მომარაგებისთვის ახალი სათავეების საძიებლად. მისი ხელმძღვანელობით დაპროექტებულია და განხორციელებულია 150-მდე წყალსადენი 200-მდე სოფელში. განსაკუთრებით კახეთსა და ქართლში, მათ შორის: გურჯაანი, საგარეჯო, წნორი, ნინოწმინდა, შილდა, ველისციხე და მრავალი სხვა. 1918 წელს დაარსა საქართველოს ტექნიკური საზოგადოება და გახდა მისი თავმჯდომარე. 1922 წელს დაინიშნა მთავარ ინჟინრად ჩატახის თუჯ-ჩამომსხმელი ქარხნის აღსადგენად. 1924 წელს თბილისის საქალაქო აღმასკომის მთავარ ინჟინრად მუშაობის პერიოდში იგი იკვლევდა ქ. თბილისის კეთილმოწყობა განაშენიანების საკითხებს, იკვლევდა განაშენიანება-განსახლების ახალ ნორმებს. აწარმოებდა ელბაქიძის დაღმართის გაფართოებას. ქმნიდა კავშირს საბურთალოს და რკინიგზის სადგურის მიმდებარე რაიონებს შორის. 1925 წელს წავიდა გერმანიაში, რათა შეესწავლა ევროპის ქალაქების კეთილმოწყობის საკითხები. 1926 წელს დაიწყო ელბაქიძის და კ. მარქსის ხიდებს შორის სანაპიროს მშენებლობა. მისი პროექტით მოხდა მდ. მტკვრის მარჯვენა მკლავის ჩაკეტვა და იქვე დაიწყო საჯებირო კედლის მშენებლობა რაც იყო მომავალი სანაპიროს ელემენტი. 30-იან წლებში გაგრძელდა სანაპიროს მსხვილმასშტაბიანი მშენებლობა მისი ხელმძღვანელობით. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში; ავტორია პირველი ქართული სახელმძღვანელოებისა ტექნიკის სხვადასხვა დარგში. ინჟინერ-ტექნოლოგი მეტალურგიისა და წყალმომარაგების დარგში, პროფესორი (1933).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.10. -თბ.,1986.-გვ.575; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: "ივერიელი": dspace.nplg.gov.ge; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.375

Awards and Honors

  • 1944 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

Bibliography

  • წყალსადენები (Author). - თბილისი, ტექნიკა და შრომას გამ-ბა, 1948. - 440გვ.
  • გათბობა და ვენტილაცია : 152 ნახაზით, 63 სავარჯიშო მაგალითით და რიტშელის საანგარიშო ცხრილების თანდართვით (Author). - ტფილისი, სახელგამის სასწ.-პედაგოგიური სექტორის გა-მა, 1932. - 224გვ.

Share: