Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი თოფურია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სირიაჩქონი, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი. 1946–1949 წლებში იყო გაზეთ "სახალხო განათლების" რედაქციის განყოფილების გამგე. 1949 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ და ლიტერატურულ-საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1949–1961 წლებში მუშაობდა პედაგოგიკის მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ცხინვალისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1961 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აკაკი თოფურია იყო ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკების გაერთიანებული კათედრის გამგე (1978–1989). არის მრავალი პუბლიკაციისა და წიგნის ავტორი. აღსანიშნავია მისი ნაშრომები: "წერილები ლიტერატურულ საკითხებზე" (1960), "ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები" (1969), "ლიტერატურული წერილები" (1972), "ლეო ქიაჩელი" (1977, 1984), "ეტიუდები კრიტიკული ნააზრევიდან" (1980); ასევე: "ქართული მეთოდიკური აზროვნების ისტორია"(1969), "ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა" (1991). 1996 წელს გამოქვეყნდა მისი მემუარული ნაწარმოები "სინდისის ღმერთების ბარიკადებზე" (1995). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.98-99; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.50 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |