The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე თუთბერიძე

ალექსანდრე თუთბერიძე
Date of birth:12 March, 1934  (91 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1958 წელს.

1958 წლიდან მუშაობს ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტში, ლითონთა წნევით დამუშავების ლაბორატორიაში. 1989–2006 წლებში  ხელმძღვანელობდა ამავე ლაბორატორიას. პარალელურად (1988–2002), პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლითონების წნევით დამუშავების კათედრაზე. 2010 წლიდან მეტალურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელია. მისი სამეცნიერო კვლევის მიმართულებაა ლითონების წნევით დამუშავება, მილების გლინვის პროცესების თეორიისა და ტექნოლოგიური რეჟიმების კვლევა-დამუშავება. გამოცემული აქვს დამხმარე სახელმძღვანელოები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეტალურგიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (2004), მეტალურგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.115; ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი: mmi.ge

Bibliography


Share: