| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელიზბარ ღონიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო ელექტრომექანიკის სპეციალობით 1956 წელს; მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1956-1958წწ. სამგორჰესების კასკადი, ინჟინერი; 1958-1959წწ. ელექტროტექნიკურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1959-1961წწ. რუსთავის, "ავტომატპრომი", უფროსი ინჟინერი; 1961-1988წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ენერგეტიკის ფაკულტეტი, სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობის კათედრა, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1988-2017წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, პროფესორი; 2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკის ფაკულტეტი, ემერიტუსი. აქვს 11 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე, 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 2 სახელმძღვანელო ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და ინჟინრებისთვის. ტექნიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (1988). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.596; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.349-350; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

