შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელიზბარ ღონიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1956 წელს. მუშაობდა სამგორის ჰიდროელექტროსადგურების მორიგე ინჟინრად, ელექტროტექნიკურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-მუშაკად, რუსთავის საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტში უფროს ინჟინრად. 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობის კათედრაზე. აქვს 11 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე, 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომა. გამოქვეყნებული აქვს 2 სახელმძღვანელო ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და ინჟინრებისთვის, მრავალი სასწავლო ამოცანა და მეთოდური მითითება. მის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს საქართველოსა და მსოფლიო წამყვან ჟურნალებში მისი დახმარებით გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1978), პროფესორი (1988). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.596; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.349-350 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |