Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ჩიხლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ძირულა, შორაპნის მაზრა, ახლანდელი ზესტაფონის რაიონი. სცენაზე პირველად დაბა ძირულაში გამოვიდა სცენის მოყვარულთა წრეში. 1927-1929 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტთან არსებულ დრამატულ სტუდიაში. სტუდიის დამთავრების შემდეგ მიწვეული იქნა მსახიობად რუსთაველის სახელობის თეატრში. განასახიერა ასზე მეტი ერთმანეთისგან განსხვავებული როლი, მათ შორის: სოლეიმანი (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), კაპიტანი ჭავჭავაძე (ვ. დარასელის "კიკვიძე"), გოჩა, გივი (ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა", "არსენა"), იასე (ი. მოსეშვილის "მისი ვარკვლავი"), ტარიელი (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), ჩერენე (ი. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე") კენტი (შექსპირის "მეფე ლირი") და სხვა. 1937 წლიდან მოღვაწეობდა კინოშიც. როლები: თავადი ("დაკარგული სამოთხე"), ყორჩი-ხანი ("გიორგი სააკაძე") და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.144; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.77; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |