Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეოდორე (მიტროპოლიტი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1990) ჩაირიცხა ახალციხის სასულიერო სემინარიაში. 1991 წლის 22 თებერვალს აღიკვეცა ბერად, ამავე წლის 2 ივნისს – ბერ-დიაკვნად, 8 სექტემბერს კი – მღვდელ-მონაზვნად ეკურთხა. 1993 წლიდან საფარის მამათა მონასტრის წინამძღვარია. 1993 წელს მიენიჭა იღუმენის, ხოლო 1996 წელს –არქიმანდრიტის პატივი. 1996 წლის 27 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სინოდის თანამწირველობით თეოდორე მიტროპოლიტი ბოდბელ ეპისკოპოსად აკურთხა. 1998 წლიდან თეოდორე მიტროპოლიტი იყო ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მმართველი, 2004–2005 წლებში – თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის რექტორი, 2005 წლის თებერვლიდან – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. 2003 წელს მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2006 წელს მიტროპოლიტის პატივი მიენიჭა. სასულიერო მოღვაწე. წყარო: საქართველო : ენციკლოპედია : georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.41 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |