Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო თვალაბეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საპაიჭაო, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი. 1921–1924 წლებში იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დასავლეთ საქართველოში. 1918–1921 წლებში იყო საქართველოს სახალხო გვარდიის ვანის რაიონის შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და საქართველოს ფაქტობრივი ანექსიის(1921 თებერვალი-მარტი) შემდეგ აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922–1924 წლებში იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის რწმუნებული ვანის რაიონში, სადაც ხელმძღვანელობდა 1924 წლის აგვისტოს ეროვნული აჯანყებისთვის (აგვისტოს აჯანყება 1924) მზადებას. აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 1924 წლის სექტემბერში, დააპატიმრა საქართველოს სსრ "საგანგებო კომისიამ"(ე. წ. "ჩეკამ"). გათავისუფლების შემდეგ, 1925–1927 წლებში, ეწეოდა არალეგალურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. ხელმძღვანელობდა საქართველოს სოციალურ-დემოკრატიული პარტიის რაიონულ იატაკქვეშა ორგანიზაციას. მოკლულ იქნა "ჩეკას" მიერ 1927 წელს. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.56; georgianencyclopedia.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |