Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბესარიონ ყავრიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მანგლისი, თეთრი წყაროს რაიონი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება 1917 წელს. 1918 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრაზე ასისტენტად, 1920 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1936 წლიდან ჰიდროლოგიისა და კლიმატოლოგიის კათედრის გამგე. კითხულობდა ჰიდროლოგიის, ჰიდრომეტრიის, სსრკ-ის და კაპიტალისტური ქვეყნების ფიზიკისა და გეოგრაფიის ლექციების კურსს. პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა აგრეთვე ქუთაისის და სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1929-1940წწ. მან მოაწყო ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, რომლის კვლევები აისახა მის სამეცნიერო ნაშრომებში. 1935 წელს მისი რედაქტორობით დაიბეჭდა კაპიტალური შრომა "ამიერკავკასიის წყლის რესურსების ცნობარი"; მან შექმნა რამდენიმე ათეული შრომა ჰიდროლოგიაში. აღსანიშნავია "საქართველოს ლანდშაფტურ-ჰიდროლოგიური ზონები". განსაკუთრებით დიდი მუშაობა გასწია საქართველოსა და ამიერკავკაიის მდინარეების კომპლექსურ-ჰიდროლოგიურ გამოკვლევებში. იგი არის ჰიდროლოგიის ფუძემდებელი საქართველოში და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა გეოგრაფიის ისტიტუტში. მან შეისწავლა მდ. ქციის, მტკვრის და სხვა მდინარეთა აუზები. ჰიდროლოგიური კვლევის გარდა, იგი მუშაობდა გეომორფოლოგიური და ფიზიკური გეოგრაფიის საკითხებზე. ბუნების ცალკეულ მოვლენებს განიხილავდა მათ ურთიერთკავშირში. ამის შედეგად შეიქმნა შრომა - "საქართველოს ლანდშაფტურ-ჰიდროლოგიური დარაონება". ეს შრომა 1940 წელს გატანილ იქნა სადოქტორო დისერტაციად. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1935). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.607; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.264-265 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |