The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფილადელფოს კიკნაძე

ფილადელფოს კიკნაძე
Date of birth:1794
Date of death:5 September, 1832  (at 38 years)
Burial location:თბილისი
Category:Writer, Poet, Religious leader

Biography

მშობლებმა 7 წლის ასაკში სასწავლებლად ნათლისმცემლის მონასტერში მიაბარეს. მისი ნათლობის სახელი ნიკიფორე იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ ნიკოლოზი შეარქვეს, ხოლო იოერომონაზვნად კურთხევისას(1822 წელი) - ფილადელფოსი. 1826 წელს კათოლიკოს ანტონს გაჰყვა რუსეთში. ნიჟნი-ნოვგოროდში თავად ციციშვილთან უთანხმოების გამო დაუპატიმრებიათ, მისი სახლი გაუჩხრეკიათ და ნაწერები გაუნადგურებიათ. ანტონის დახმარებით პატიმრობიდან გაანთავისუფლეს და იგი მოსკოვში ჩავიდა. აქ დაუახლოვდა მეფეების - ერეკლეს და გიორგის შვილებს. 1832 წლის აჯანყება სწორედ რუსეთში, იქ გადასახლებულ ბატონიშვილთა წრეში ჩაისახა. მათ გარს შემოიკრიბეს რუსეთში სასწავლებლად ჩასული ქართველი ახალგაზრდები და შეუდგნენ მომზადებას მომავალი შეიარაღებული აჯანყებისათვის. 1827 წელს შეთქმულების ცენტრმა თბილისში გადმოინაცვლა. ფილადელფოსი საქართველოში დაბრუნდა 1828 წელს და აქტიურად ჩაება შეთქმულების საქმიანობაში. მან შეადგინა შეთქმულების წესდება. წესდებას ერქვა "აკტი გონიური", რომელსაც საფუძვლად დაედო მის მიერვე შედგენილი ფიცი. შეთქმულთა მიმოწერისათვის შექმნა საიდუმლო ანბანი, რისთვისაც გამოიყენა ძველი ქართული დამწერლობა, ნაწილობრივ კი ლათინური ანბანი. წესდებაში ჩამოყალიბებული იყო ორგანიზაციის მიზანდასახულობა, წევრთა მიღების წესი, შეთქმულთა შორის დამოკიდებულების ნორმები, საიდუმლოების დაცვის ხერხი და სხვა. "აკტი გონიურში" გამოყენებულია ე. წ. "მასონური ლოჟებისა" და ლიბერალურ-განმანათლებელი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ანალოგიური წესდებანი. "აკტში" ფილადელფოსი მოუწოდებდა შეთქმულებს, ყოფილიყვნენ ზნეობრივნი, პატიოსანნი, სამართლიანნი, ჰყვარებოდათ ერთმანეთი, რადგან მტკიცედ სწამდა, რომ "სადაც არს სიყვარული, მუნ აღსპობილ არს ყოველივე ბოროტი"(დედანი დაცულია საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო არქივში). ქართველ თავად-აზნაურთა 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური. ეწეოდა ლიტერატურ მოღვაწეობას, წერდა ლექსებს საქართველოს მდგომარეობასა და სამშობლოს სიყვარულზე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 514; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.133; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 35

Bibliography


Share: