შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ყანდაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1948 წელს. მუშაობდა მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ჟანრში. ქმნიდა ქანდაკებებს, ბეჭდურ კომპოზიციებს, კერამიკულპანოებს, დეკორატიულ ლარნაკებსა და სხვა. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო მნიშვნელობის სამხატვრო გამოფენაზე როგორც ქვეყნის მასშტაბით ასევე საზღვარგარეთ. მისი ნამუშევრები დაცულია სამხატვრო გალერეებსა და კერძო კოლექციებში, ამშვენებენ ქალაქის სკვერებს და ზოგიერთი შენობის ინტერიერს. ორი ათეული წელი იყო თბილისის საბავშვო სამხატვრო სკოლის დირექტორი. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: "შოთა რუსთაველი" (ბისკვიტი ბიუსტი, 1952). დეკორატიული პანოები: "ამბავი ვეფხისა და მოყმისა" (1966), "მშვიდობა მსოფლიოს", "მშვიდობის სადარაჯოზე" (1965), "შემოდგომა" (1970) და სხვ. კერამიკოს-დეკორატორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.622 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |