The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ ჩოდრიშვილი

იოსებ ჩოდრიშვილი
Other name:იოსებ დურგლიშვილი  (Pseudonym)
Date of birth:15 January, 1901
Date of death:1993  (at 91 years)
Category:Public official, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სატყეო ტექნიკური ინსტიტუტი 1930 წელს.

1930-1966 წლებში სხვადასხვა ხელმძღვანელ სამეცნიერო და სამეურნეო სამუშაოზე იყო. 1966 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა. 1970 წლიდან საკავშირო მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერია. შეისწავლა საქართველოში კაკლის კულტურის გაშენების, მსხმოიარობის პერიოდულობისა და ჭალაში ალვის ხის გაშენების საკითხები. ქართველი საბჭოთა მეტყევე-ინჟინერი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1979). ფსევდონიმით გამოქვეყნებული აქვს საბავშვო ლექსების 5 კრებული. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სოფელ ვაქირის ერთერთი ქუჩა იოსებ ჩოდრიშვილის სახელს ატარებს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.146; იოსებ ჩოდრიშვილი : საქართველოს ტყეების დიდი ამაგდარი, მწვანე განძის დიდოსტატი, გამოჩენილი სამეურნეო ხელმძღვანელი... / ტრისტან ჩერქეზიშვილი // სატყეო მოამბე : საერთაშორისო რეფერირებული სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი.- თბილისი, 2011.- აგვისტო.- N 4.-გვ. 145-147; ტყის დარაჯი: facebook.com

Member of Organizations

  • სკკპ, წევრი (1926-)

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

Bibliography


Share: