შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თაყაიდინ თმოგველი![]()
ბიოგრაფიათაყაიდინ სარგისის ძე, XIII საუკუნის დასაწყისის ქართველი სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე, თმოგვის საფეოდალოს სამამულედ მფლობელი, თმოგველების საგვარეულოს წარმომადგენელი. მონაწილეობდა ბასიანის ბრძოლაში (1203), აგრეთვე ქართველთა ლაშქრობაში ირანში (1210), სადაც ქ. მარანდის ახლოს მისი წინამძღოლობით 500 წარჩინებულისაგან შემდგარმა ქართველთა მზვერავმა რაზმმა გაანადგურა ირანელთა რიცხობრივად ჭარბი ლაშქარი. ამის შემდეგ თაყაიდინ თმოგველი წყაროებში აღარ იხსენიება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.75; georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |