Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პანტიკო თორდია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ქ. სარატოვის (რუსეთი) პოლიტექნიკური ინსტიტუტის თვითმფრინავმშენებლობის ფაკულტეტი 1967 წელს. იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისის საავიაციო ქარხანაში ინჟინრად, 1978 წლიდან იყო ამავე ქარხნის დირექტორი, 1985–1991 წლებში სახელშეცვლილი ქარხნის თბილისის საავიაციო საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორი, 1991–1992 წლებში საქართველოს მრეწველობის მინისტრის მოადგილე, 1993–1998 წლებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, 1998 წელს ისევ თბილისის სახელმწიფო საავიაციო საწარმოო გაერთიანების, 2000 წლიდან კი შპს "თბილავიამშენის" გენერალური დირექტორი, 2008–2013 წლებში შპს "თბილავიამშენის" დირექტორი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ქარხანაში დაიწყო რეაქტიული მოიერიშე სუ-25 თვითმფრინავების, მისი მოდიფიკაციებისა და "ჰაერი-ჰაერი" კლასის მართვადი რაკეტების სერიული წარმოება. მისივე თაოსნობით ჩატარდა საწარმოს ტექნიკური გადაიარაღების, კომპიუტერიზაციისა და რესტრუქტურიზაციის პროცესები. პანტიკო თოდრია არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, რაციონალიზატორული წინადადებისა და არაერთი გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. თბილისის საავიაციო ინსტიტუტის პროფესორი (2002), ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1991), ავიამშენებელი, ინჟინერ-მექანიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.90; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.252 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |