შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო ყიასაშვილი![]()
ბიოგრაფია1984 წლიდან ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე. 1980 წლიდან საზღვარგარეთის თანამდეროვე ლიტერატურული პროცესების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ეკუთვნის ნაშრომები ინგლისური რენესანსის პერიოდისა და თანამედროვე ლიტერატურასა და თეატრზე: "შექსპირი" (1959), "შექსპირის სამყაროში" (1966), "ჯ. ჯოისის ცნობიერების ნაკადის მეთოდის ზოგიერთი თავისებურება" (1971), "შექსპირი და XX საუკუნის ინგლისური ლიტერატურა" (1973, 1974, რუსულ და გერმანულ ენებზე), "კლასიკის ადაპტაციის პრობლემა" (1975), "ნესტორის ეპიზოდი როგორც "ულისეს" პარადიგმა" (1978, გერმანულ ენაზე), "ქვეყანა სცენაა როგორც "ჰამლეტის" სტრუქტურული ელემენტი" (1979, 1981, ქართულ და რუსულ ენებზე), "შექსპირი და XX საუკუნის მექანისტური ცივილიზაცია" (ოლბანი, აშშ, 1979, ინგლისურ ენაზე), "ქართული რიჩარდ III" (ვაშინგტონი, 1980, ინგლისურ ენაზე). ეკუთვნის თარგმანები: ჯ. ჯოისის "ჯაკომო ჯოისი" (1969, ქართულ და რუსულ ენებზე), ჰ. პინტერის "დარაჯი" (1975), ჯ. ჯოისის "ულისე" (წიგნი I, 1983), შეადგინა და გამოსცა კრებული ''ქართული შექსპირიანას'' 5 ტომი (1959-1979). მისი საერთო რედაქციით, წინასიტყვაობითა და შენიშვნებით გამოიცა შექსპირის თხზულებათა პირველი სრული კრებული ქართულ ენაზე (ტ. 1, 1983, ტ. 2, 1985). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1979), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის გამგე (1970-1981). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.641 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |