Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გამრეკელ თორელი![]()
Biographyგამრეკელ კახას ძე, XII საუკუნის II ნახევრის მოღვაწე ქართველი დიდგვარიანი ფეოდალი. საისტორიო წყაროებში იხსენიება 1177–1190 წლების ამბებთან დაკავშირებით. მან მემკვიდრეობით მიიღო თორის მამული და თეძმის ხეობა, აგრეთვე სახელო ქვეყანა–ჯავახეთი რომელსაც განაგებდა როგორც ახალქალაქის ერისთავთ-ერისთავი. 1177 წელს თორელი(ისევე, როგორც სამხრეთ საქართველოს სხვა ფეოდალები) თავის მამასთან ერთად მიემხრო ორბელთა მეთაურობით დემნა(დემეტრე) უფლისწულის გასამეფებლად მოწყობილ ამბოხებას, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, მიატოვა აჯანყებულები და გიორგი III-ის მხარეზე გადავიდა. ამის შემდეგ იგი თანდათანობით დაწინაურდა სამეფო კარზე. 1185 წელს თამარ მეფემ თორელს უბოძა ამილახვრობა და ციხე-ქალაქი თმოგვი (რომელიც ჩამოერთვა გადაყენებულ მსახურთუხუცეს აფრიდონს). 1186 წელს ამირსპასალარ სარგის მხარგრძელის სიკვდილის შემდეგ, თამარმა თმოგველს ამირსპასალარობა უწყალობა. თმოგველი, როგორც მონაპირე მხარის, ჯავახეთის, ერისთავთერისთავი მტრებისგან იცავდა საქართველოს სამხრეთ საზღვრებს. 1186–1187 წლებში მან დაამარცხა არანიდან და გელაქუნიდან შემოსეული თურქები და განდევნა ისინი პალაკაციოდან და ძაღლისხევიდან(სამხრეთ საქართველო). თმოგველის სარდლობით მეფის ლაშქარმა ჯავახეთში დაამარცხა იური ანდრიას ძის (გიორგი რუსის) გასამეფებლად ამბოხებული ფეოდალები, რომელთაც სურდათ ახალქალაქისა და თმოგვის ხელში ჩაგდება. გამრეკელ თმოგველის გარდაცვალების შემდეგ თამარმა მის სახლს დაუტოვა როგორც თორის მამული, ისე ახალქალაქის საერისთავთ-ერისთავო, მაგრამ ამირსპასალარობა გადასცა არა მის შვილს, არამედ ზაქარია მხარგრძელს. გამრეკელის სახლს თამარმა ჩამოართვა აგრეთვე თმოგვი და სამამულედ უწყალობა სარგის ვარამის ძე მხარგრძელს (თმოგველთა სახლის დამფუძნებელს). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.92
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |