შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თორღვა პანკელი![]()
ბიოგრაფიაქართველი ფეოდალი, კახეთის გამგებელი XIII საუკუნის 40-იან წლებში, კოხტასთავის შეთქმულების მონაწილე. დავით VII ულუმ ბათო-ყაენის ურდოში გამგზავრების წინ კახეთი თორღვა პანკელს ჩააბარა და დედოფალ ჯიგდა-ხათუნსა და მესტუმრე ჯიქურს დაუმორჩილა. რაკი დავითს შეაგვიანდა, თორღვა პანკელს ეგონა, რომ იგი აღარ დაბრუნდებოდა განუდგა მას და კახეთის დასაკუთრება მოინდომა. დავით VII-ის დაბრუნების შემდეგ შეშინებულმა თორღვა პანკელმა ვერ გაბედა მეფესთან მისვლა. ის ფიცით მიინდვეს და უვნებლობა აღუთქვეს, მაგრამ მერე ჯიქურის ბრძანებით კლდეკარიდან გააგდეს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |