The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არჩილ თოფურიძე

Date of birth:24 February, 1938
Date of death:4 May, 2011  (at 73 years)
Category:Sculptor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1963 წელს.

მისი პედაგოგები იყვნენ ნ. კანდელაკი, შ. მიქატაძე, ვ. თოფურიძე. არჩილ თოფურიძე იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1970–1990). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1964 წლიდან, კერძოდ, 1977 წლიდან მონაწილეობდა თბილისში მოწყობილ 5 მოქანდაკის ჯგუფურ გამოფენაში. ძირითადი ნამუშევრები: მაქსიმ გორკი (ბრინჯაო, 1971, თბილისი), ქალის ფიგურა (მარმარილო, 1973, ბიჭვინთა), შინმოუსვლელთა მემორიალი (სპილენძი, 1981, ჭიათურა), ქვაში შესრულებული ბარელიეფები და ფიგურები (1985, ქ. მაჰაჩყალის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა) და სხვ. მისი ნამუშევრები ინახება თბილისის, მიუნხენის, მოსკოვის, კიევისა და სხვა ქალაქების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.101; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.177

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1989 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • 1985 - დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: