შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ყირქესალი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი სამხატვრო ტექნიკური უნივერსიტეტი 1928 წელს. 1928 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით არის დამუშავებული (1928-1937) ქალაქების ორდუბადის, ნახიჩევანის, ცხინვალის, ბათუმისა და სხვა., აგრეთვე მუშათა დაბების და სხვა საბჭოთა მეურნეობების დასახლებათა დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტები. ავტორია საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სამრეწველო შენობების პროექტებისა. ნამუშევრები: საცხოვრებელი კვარტლის დაგეგმარება და განაშენიანება ხავსკი-შაბოლოვკის შესახვევში (მოსკოვი, 1928), საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის შენობა (თბილისი, 1934) და სხვა. პროფესორი (1933), არქიტექტურის დოქტორი (1943). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.653
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |