Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნონა ჯავახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტორეზი, უკრაინა. დაამთავრა ქ. დონეცკის სამედიცინო ინსტიტუტი 1984 წელს, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1985 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1992 წელს (ვოკალური). 1985-1986წ. მუშაობდა ქ. ბორჯომის საავადმყოფოში ექიმ-თერაპევტათ; 1987-1995წწ. თბილსის პოლიკლინიკის ექიმი; 1992-1995წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1993-1997წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკონცერტმაისტერო დაოსტატების კათედრის ილუსტრატორი; 1995-1997წწ. ქ. ბათუმის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი; დებიუტი თბილისის ოპერის სცენაზე: ამნერისი (ვერდი "აიდა"); 1997 წლიდან მოღვაწეობს საფრანგეთში, ასპირანტურა გაიარა Ecole normale de musique de Paris; 1999 წელს შედგა დებიუტი, კარმენი (ბიზე "კარმენი") ბორდოს ნაციონალურ ოპერაში (საფრანგეთი); 1999 წლიდან იწვევენ საფრანგეთისა და მსოფლიოს სხვა წამყვან საოპერო სცენებზე, მათ შორის: Teatre du Chatelet, Opera de Paris-Garnier; მონაწილეობს საკონცერტო პროგრამებში, ფესტივალებში, ოპერებსა და თეატრებში, მათ შორის: Festival de Radio-France, "La Chaise Dieu", "Opera Cote Jardin", ნიცას, მარსელის, ჟენევის, პეკინის; ქართული რეპერტუარი: ნათელა (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"); სხვა რეპერტუარი: კარმენი (ბიზე "კარმენი"), ფედერიკა, ემილია, ებოლი, მადალენა, მეგ პეიჯი, კურა (ვერდი "ლუიზა მილერი", "ოტელო", "დონ კარლოსი", "რიგოლეტო", "ფალსტაფი", "ბედის ძალა"), კანტატრიჩე (ბერიო "მოსმენის მეფე" "Un Re in ascolto"), ნიმფა (დვორჟაკი "ალი"), სუძუკი, მაესტრა (პუჩინი "მადამ ბატერფლაი", "მონაზონი ანჟელიკა"), გოგონა-ყვავილი (ვაგნერი "პარსიფალი"), ოლგა ლარინა, ფილიპიევნა, მაშა (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), დუნიაშა (რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე"); აგრეთვე: ბეთჰოვენი "Missa solemnis და IX სიმფონია, ვერდი რეკვიემი, შიმანოვსკი "Stabat Mater", სტრავინსკი "Rakes Progress", "პულჩინელა", "ქორწილი", პროკოფიევი "ალექსანდრე ნეველი", შოსტაკოვჩი "ებრაული ხალხური პოეზიიდან", მალერის, ვაგნერის, ბერლიოზის, შოსონის ვოკალური ციკლები; მიღებული აქვს საოპერო შემსრულებლის უმაღლესი დიპლომი (საფრანგეთი, 1998), საოპერო ხელოვნების უმაღლესი დიპლომი (1999). საოპერო მომღერალი, მეცო სოპრანო. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 591
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |