Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აღალო თუთაევი![]()
Biographyთანამშრომლობდა ქართულ პრესასთან ("დროება", "ივერია", "თემი" და სხვ.). აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, პიესებს, ნაკვესებს. XIX საუკუნის 70-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებაში. იყო გორის სცენისმოყვარეთა საზოგადოების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. 1877 წელს ნ. დიასამიძესთან ერთად საკუთარი ხარჯით გადააკეთა გორის ძველი როტონდა და თეატრი დააარსა. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა საღებავების ქარხანა, რომლის შემოსავლის ნაწილს საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა (მატერიალურად ეხმარებოდა სკოლებს, ეკლესია-მონასტრებს და სხვ. დიდუბეში, საკუთარ სახლში, დაარსებული ჰქონდა ბიბლიოთეკა-სამკითხველო). მისი პიესები ("ცოლი ვიტირო თუ ფული?", "უცნაური არშიყი" და სხვ.) იდგმებოდა თბილისში, გორში, თელავში, ცხინვალში, ოჩამჩირეში. თეატრალური მოღვაწე, ქველმოქმედი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.115; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.334 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |