შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ყიფიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1980 წელს. 1968-1969 და 1971-1982წწ. თამაშობდა თბილისის "დინამოში"; 1970 წელს "ლოკომოტივში"; სსრკ ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი (7 გოლი); ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976); ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981); სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 245 მატჩი (79 გოლი); სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და ხუთგზის მესამე (1971, 1972, 1976 გაზაფხული, 1976 შემოდგომა, 1981) პრიზიორი; სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979) და ფინალისტი (1980); სსრკ წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1977); გრიგორი ფედოტოვის სახელობის ასიანთა კლუბის წევრი (115 გოლი); იყო თბილისის "დინამოს" (1984-1985, 1988-1991, 1995-1998), "ლოკომოტივის" (1988), ნიქოზიის "ოლიმპიაკოსის" (კვიპროსი, 1992-1993), იაროსლავლის "შინიკის" (რუსეთი, 1998), ქუთაისის "ტორპედოსა" (1999-2000, 2000-2001) და საქართველოს ნაკრების (1997, 1999-2001) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით "დინამო" (1990, 1995, 1996, 1997) და "ტორპედო" (2000, 2001) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, იმავე "დინამომ" (1995, 1996, 1997) და "ტორპედომ" (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს. 1981 წლის 18 აგვისტოს ითამაშა ევროპის ნაკრებში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ (0:4); 1993 წელს მისი სახელი მიენიჭა გურჯაანის ცენტრალურ სტადიონს, 2001 წელს კი – საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებას. დაიღუპა ავტოკატასტროფაში. ფეხბურთელი, ნახევარმცველ-თავდამსხმელი. აღიარებულია საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1977). წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო: msy.gov.ge; ქართული სპორტის ოქროს წიგნი/ელგუჯა ბერიშვილი. -თბ., 2013. -გვ.194; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986. -გვ.654; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.175 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |