The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როდამ ჯანდიერი

როდამ ჯანდიერი
Date of birth:5 March, 1942
Date of death:11 June, 2024  (at 82 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1965 წელს (სავიოლინო).

1966 წლიდან არის თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (ვიოლინო), 2007 წლიდან ასოცირებული პროფესორი; ქართული რეპერტუარი: კონცერტები - გ. ბზვანელი (1969, პირველი შესრულება), რ. კემულარია (1970, პირველი შესრულება), ბალანჩივაძე პოემა ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1977, პირველი შესრულება), ა. მაჭავარიანი, ნ. გუდიაშვილი, მ. დავითაშვილი "პოემა" ვიოლინოსა და ორკესტრისათვის; კამერული ნაწარმოებები: ტ. ბაქრაძე სავიოლინო სონატა (1968, პირველი შესრულება), მ. დიაკვნიშვილი "ლირიკული ტრიპტიქი" (1988, პირველი შესრულება), ნ. გუდიაშვილი "პოემა", მისივე საფორტეპიანო ტრიო, რ. ათაბეგოვი სამი პიესა (1987, პიეველი შესრულება); სხვა რეპერტუარი, კონცერტები: 20-მდე, მათ შორის: ბახი a-moll და E-dur, ბეთჰოვენი, ბრამსი, გლაზუნოვი, ერნსტი, ვენიავსკი, კაბალევსკი, კონიუსი, მენდელსონი, მოცარტი, პაგანინი N2, პროკოფიევი N1, ჩაიკოვსკი, შოსტაკოვიჩი N1, ბეთჰოვენის ათივე სავიოლინო სონატის ესტრადაზე პირველი და დღესდღეობით ერთადერთი ქართველი შემსრულებელი; რესპუბლიკური კონკურსის I პრემიის (თბილისი, 1957) და ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის I პრემიის (ბაქო, 1960) მფლობელი. მევიოლინე, მოყვარული მხატვარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 595


Share: