შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეფროსინე კლდიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ქვიშხეთი, ხაშურის რაიონი. ქუთაისის პროფესიული თეატრის ერთ-ერთი დამარსებელი. დიდი ოსტატობით ასრულებდა კომედიურ და დრამატულ როლებს: მართა(გ. ერისთავის "ყვარყვარე ათაბაგი"; ქეთევანი(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"); ლიზეტი(მოლიერის "სიყვარული მკურნალოობს"); კუკუშკინა("ნ. ოსტროვსკის შემოსავლიანი ადგილი"), მედეა (ამავე სახელწოდების სუვორინისა და ბურენინის დრამაში) და სხვ. თანამშრომლობდა ჟურნალ "ჯეჯილში". ქართველი თეატრალური მოღვაწე და მსახიობი. მარიამ ძნელაძის, სიმონ, საბა და ანდრია კლდიაშვილების დედა. სამართლიანად უწოდებდნენ "ქუთაისის თეატრის დედას". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 552; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.133; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.717; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 81-82 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |