Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ჯანჯღავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1988 წელს, 1990 წელს(საკომპოზიციო). 2006 წელს დააარსა "ბგერის თეატრი" და აუდიო "საავტორო სტუდია"; თხზულებები, საორკესტრო: სამი მინიატურა ჯანი როდარის მიხედვით მცირე ორკესტრისათვის(1987), კონცერტი ორკესტრისათვი, თხზულება 2(1988), "გარდასახვა", თხზულება 10(1990), "დონ კიხოტის ისტორია, რომელმაც ტრიტონებით სავსე ზღვა გადაცურა და გზა განაგრძო" ფორტეპიანოსა და 11 სიმებიანი საკრავისათვის, თხზულება 32(2000); კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები: ვოკალური ციკლი, "ესენინიანა" ბანისა და ფორტეპიანოსათვის, "ძველი თბილისის ბოჰემა" ბანის, კლარნეტისა და დოლისათვის(1995, ორივე პირველი შესრულება), "ელიფსისი" ინსტრუმენტული ანსამბლისათვის(1995, პირველი შესრულება); საგუნდო: "17 ალილუია სადიდებლად ღვთისა ჩვენისა" სამხმიანი გუნდის, (2011, პირველი შესრულება, 2014, კოპენჰაგენი), კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის, "ტრანსკრიპცია მ. ბალანჩივაძის თემებზე"(2013, I პრემიერა ქუთაისში); მუსიკალური სპექტაკლები: "მანდრაგორა"(ახმეტელის თეატრი), "ჭკუისა მჭირს", "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"(მ. თუმანიშვილის თეატრი), "ზღაპარი წითელქუდაზე"(თბილისის თოჯინების თეატრი), "ბერიკონი", "ღალატი"(ცხინვალის თეატრი); მხატვრული ფილმები: "ვინ არის მოჩვენება"(2000, რეჟისორი მ. ასლამაზიშვილი), "სიყვარული ფოკუსში"(2003, არზუ ელიფ აქდემირი); ფლეიტისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 596 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |