The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ჯაფარიძე

თამაზ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1940
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 2021  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს(სადირიჟორო), საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1963 წელს, ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს(სადირიჟორო).

1966 წელს თბილისში შედგა დებიუტი, ამავე წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1994 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, საოპერო მომზადების, საგუნდო-სადირიჟორო კათედრის პედაგოგი, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი, საოპერო სტუდიის დირიჟორი; ქართული რეპერტუარი, ოპერები: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები", ი. გოკიელი "ბროლის ქოში", "წითელქუდა", ო. თაქთაქიშვილი "მინდია", მ. დავითაშვილი "ქაჯანა"; ბალეტები: ფ. ღლონტი "განთიადი"(1967, პრემიერა), ს. ნასიძე "ორფეოსი და ევრიდიკე"(1973, პრემიერა), ს. ცინცაძე "დალი და მონადირე"; სხვა რეპერტუარი, ოპერები: პუჩინი "ბოჰემა", "ტოსკა", ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო", "დონ კარლოსი", "ბალ-მასკარადი", "ოტელო", როსინი "სევილიელი დალაქი"; ბალეტები: პროკოფიევი "სამი ფორთოხლის სიყვარული", "დუენია", ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"; გასტროლები: პოლონეთი(1969), გერმანია(1990), იტალია(1991), მალტა, რუსეთი, ბელორუსია, ბალტიისპირეთი; საოპერო მომღერალ თ. გურგენიძის მეუღლე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 597

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: