შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოე ყიფიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყუმისთავი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა ქუთაისის პროგიმნაზია 1903 წელს; თბილისის ქართული კლასიკური გიმნაზია 1906 წელს; პარიზის უნივერსიტეტის (სორბონი) მეცნიერებათა ფაკულტეტი 1912 წელს. 1912-1913წწ. მუშაობდა სადისერტაციო თემაზე მინერალოგია-პეტროგრაფიაში აკადემიკოს ალფრედ ლაკრუას ხელმზღვანელობით, ხოლო აკადემიკოს ემილ ჰაგის ხელმძღვანელობით - გეოლოგაში; 1915 წლიდან მუშაობდა კავკასიის მუზეუმში; 1918-1925წწ. იყო ამავე მუზეუმის (1919 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი) დირექტორი; საქართველოში უმაღლესი გეოლოგიური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი; 1921-1924წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის კათედრის პირველი გამგე; 1930-1935წწ. ხელმძღვანელობდა გეოლოგიის კათედრას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო, 1938-1945წწ. - სოხუმის პედაგოგიურ, 1945-1957წწ. - ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. შრომები ძირითადად შეეხება საქართველოს ნეოგენური ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის საკითხებს. პროფესორი (1930). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.655; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: "ივერიელი": dspace.nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |