The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკიფორე ირბახი

ნიკიფორე ირბახი
Legal name:ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი
Date of birth:1585
Date of death:1658  (at 73 years)
Category:Nobleman, Diplomat, Politician, Religious leader

Biography

8 წლისა სწავლა-განათლების მისაღებად გააგზავნეს იტალიაში, სადაც ბერძნულ სკოლაში მიებარა სასწავლებლად. იქვე აღიკვეცა ბერად. დაახლოებით 1608 წელს დაბრუნდა საქართველოში და კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის კარის მოძღვარი გახდა. 1614 წელს შაჰ-აბას I-ის საქართველოში ლაშქრობის დროს, იერუსალიმში წავიდა. 1625 წელს ანტისპარსული ბრძოლის პერიოდში თეიმურაზ I-ის დავალებით დიპლომატიური მისიით გაემგზავრა ევროპაში. რომში ყოფნისას მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული ბეჭდვითი წიგნის გამოცემაში. 1629 წელს მისი დახმარებით ჩამოისხა ქართული ანბანი, შემუშავდა და გამოიცა "ქართულ-იტალიური ლექსიკონი" - პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი; შემდეგ "ლოცვანი" ქართულ ენაზე. 1629 წელს ნიკიფორე საქართველოში დაბრუნდა, მეტეხის ეკლესიის წინამოძღვარი გახდა. 1632 წელს, როცა თეიმურაზ I იძულებული შეიქნა იმერეთის სამეფოსთვის შეეფარებინა თავი, იგი სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის უახლოესი თანამშრომელი და მისი ფართო პოლიტიკური გეგმების სულისჩამდგმელი გახდა. 1643-1649 წლებში იგი კვლავ იერუსალიმშია ქართველთა ჯვრის მონასტრის წინამძღვრად. 1650 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა. ჯერ იმერეთის სამეფო კარზე იმყოფებოდა, შემდეგ კი კვლავ ლევან II დადიანთან, რომლის ხელშეწყობითაც დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი გახდა. 1657 წელს ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ, ახალმა მთავარმა ვამეყ III -მ სხვა თავის მოწინააღმდეგეთა შორის ჩოლოყაშვილიც შეიპყრო და საპყრობილეში მოათავსა, სადაც იგი გარდაიცვალა კიდეც. ნიკოლოზის მრავალმხრივი საქმიანობა მიმართული იყო საქართველოს პოლიტიკური და კულტურული აღორძინებისაკენ. თანამედროვენი მას ბრძენსა და ფილოსოფოსს, რიტორს, "ღირსსა ყოვლისა სიკეთისა" უწოდებდნენ. ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის ერთ-ერთი გამომცემელი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.147


Share: