The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მზია ჯაფარიძე

მზია ჯაფარიძე
Date of birth:29 August, 1957  (67 years)
Category:Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1975 წელს(საფორტეპიანო)ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1991 წელს(მუსიკის ისტორია).

1994-2001წწ. იყო თბილისის ხელოვნების ინსტიტუტის პედაგოგი(მუსიკის ისტორია); 1996-2000წწ. საქართველოს მუსიკალური საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი; 1995 წლიდან გაზეთ "მუსიკის", 2008 წლიდან ჟურნალ "მუსიკის" რედაქტორი; 2001-2002წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიჰყავდა მუსიკის ისტორიის ზოგადი კურსი; 2000-2004წწ. მოამზადა ფოტო-ვიდეო არქივი "XX საუკუნის ქართული მუსიკა" და "XX საუკუნის ქართული კულტურა": ნ. სულხანიშვილი, ილ. ზურაბიშვილი, რ. გოგნიაშვილი, ი. კეჭაყმაძე, ბ. კვერნაძე, ფ. ღლონტი, მარინე იაშვილი, თ. ამირეჯიბი, ნუნუ გაბუნია, ე. მგალობლიშვილი, შ. მოსიძე, ნ. მამისაშვილი, ი. ბარდანაშვილი, აგრეთვე გ. დოჩანაშვილი, მ. კოკოჩაშვილი, მ. კობახიძე, რეჟისორი და ოპერატორი ნ. ადუაშვილი; მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი, მუსიკალური კრიტიკოსი, რედაქტორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 597

Member of Organizations

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

Share: