შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შერმაზან ჩოლოყაშვილი![]()
ბიოგრაფიაკახეთის თავადი. მოღვაწეობდა XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისში. სახლთუხუცესი. კახეთის მეფეების დავითისა და თეიმურაზ I-ის ერთგული ვასალი. 1604 წელს ქეთევან დედოფლის თხოვნით ირანში გაჰყვა თეიმურაზ ბატონიშვილს. მასთან ერთადვე დაბრუნდა 1606 წელს. მისი ინიციატივით 1612 წელს თეიმურაზ I-მა და ლუარსაბ II-მ ხელშეკრულება დადეს და გადაწყვიტეს ერთობლივად ებრძოლათ ირანის აგრესიის წინააღმდეგ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.147
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |