Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯიმშერ ჩოლოყაშვილი![]()
Biographyარაგვის საერისთავის გამგებელი 1743-1756 წლებში. 1743 წელს თეიმურაზ II-მ არაგვის საერისთავო სამეფო მამულად გამოაცხადა და ერეკლე II -ის ვაჟს, ვახტანგს, საუფლისწულოდ მისცა. ბატონიშვილის მცირეწლოვანების გამო იგი მოურავის უფლებით განაგებდა არაგვის საერისთავოს, თუმცა ზოგჯერ წყაროებში ერისთავად იხსენიება. 1746 წელს მონაწილეობდა გამდგარი ოსებისა და აჯანყებული ქსან-არაგვის მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1747 წელს ერეკლეს მხარეზე იბრძოდა აჯანყებული აბდულა-ბეგის წინააღმდეგ. 1748 წელს მონაწილეობდა თბილისის ციხეებიდან ყიზილბაშთა გარნიზონების განდევნაში. თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა მებრძოლმა და ნიჭიერმა სარდალმა. მოკლეს საერისთავოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.148
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |