Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ელდარ ნადირაძე
Date of birth: | 15 September, 1949 (75 years) |
Category: | Ethnologist, Scientist, Politician, Publicist |
Biography
დაბადების ადგილი: სოფელი ჭორვილა, საჩხერის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1972 წელს.
1974 წელს დაიწყო მუშაობა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში; 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1998 წელს სადოქტორო დისერტაცია; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამნეტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მახლობელი აღმოსავლეთისა და სამხრეთკავკასიის მატერიალური და სულიერი კვლევის სფეროში, ასევე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ამ კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლისა და საერთაშორისო ასპარეზზე გატანის საქმეში; მისი მონაწილეობით განხორციელდა ქართული ვაზისა და ღვინისადმი მიძღვნილი გამოფენები გერმანიაში, იაპონიაში, ინგლისსა და საფრანგეთში, სადაც კითხულობდა ლექციებს ქართული ეთნოკულტურის შესახებ; მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და გამოიცა აკადემიური ნაშრომი "ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი"; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ხელშეკრულების ("კონკორდატი") მომზადებაში; ქართული ეკლესის ისტორის შესახებ მოხსენებები აქვს წაკითხული მართლმადიდებლობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციებზე (პატმოსი, ბუქარესტი, ტალინი, რიგა); არის დამაარსებელი და რედაქტორი სამეცნიერო რეფერირებული კრებულებისა "ეთნოლოგიური ძიებანი" (2000, 2003, 2007, 2010, 2013, 2017 წლებში გამოსულია ექვსი ტომი) და "შრომები" (2018 წლისთვის გამოსულია 1 ტომი); მისი ავტორობით, თანაავტორობით და სამეცნიერო ხელმძღვანელობით რამდენიმე ათეული გამოფენა და პროექტია განხორციელებული, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან არსებულ ეთნოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობისა და ისტორიის ინსტიტუტს; წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ეთნოკულტურის სფეროში; საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის დაკვეთით, შესრულებული აქვს სამ ათეულზე მეტი საავტორო გადაცემა, ხოლო ქართულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს ესეები და პოლემიკური წერილები. სამხრეთ კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ხალხთა ეთნოკულტურის მკვლევარი - კულტუროლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.269; science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.195; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.133
Member of Organizations
- ენციკლოპედია "საქართველოს", კონსულტანტი (2000-)
- ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი (2000-2005)
- ილია ჭავჭავაძის ფონდის "საგურამოს" სამეურვეო საბჭო, წევრი (2008-)
- საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭოსა და სამეცნიერო კრებულის "მოამბის" რედკოლეგია, წევრი (1998-)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი , წევრი (1999-2004)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი , კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2002-2004)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2002-2002)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "XXI საუკუნე", წევრი (2000-2003)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თავისუფლება" , წევრი (2003-2004)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", წევრი (1999-2000)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2002-2002)
- ფირმა "კახური ტრადიციული მეღვინეობისა" და მასთან დაარსებული საქველმოქმედო კულტურული ფესტივალის "ქართული სულის" საკოორდინაციო საბჭო (2010-)
- ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დაწესებული გამოყენებით ხელოვნების დარგში პრემიების მინიჭების კომისია, წევრი (2014-2017)
- ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეურვეო საბჭო, წევრი (2013-)
Awards and Honors
- 2019 - კულტურის რაინდის წოდება (საქართველოს მწერალთა კავშირი)
ქართულ მეცნიერებასა და კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
- 2014 - საზოგადოებრივი გაერთიანების "კავკაზ-მედიის" დიპლომი
ქართულ-აზერბაიჯანულ კულტურათა დაახლოებაში შეტანილი წვლილისთვის
- 2011 - პრემია "საგურამო" (ილია ჭავჭავაძის ფონდი)
ჰუმანიტარულ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის
- 2006 - საჩხერის საპატიო მოქალაქე
- 1998 - ღირსების მედალი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპოზიციისა და ფონდების დაცვა-შენახვისა და განადგურებისაგან გადარჩენისსაქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის
Bibliography
- CULTURE HERITAGE OF BAKU IN NATIONAL MUSEUM OF GEORGIA : ქართულ-აზერბაიჯანულ- ინგლისურენოვანი გამოცემა (Author). - Baku, 2021. - 233გვ.
- Karabash : ინგლისურ-რუსულ-აზერბაიჯანულენოვანი გამოცემა (Author). - Baku, 2021. - 248გვ.
- ვაზი და ღვინო საქართველოს ეთნოგრაფიასა და არქეოლოგიაში (Author). - თბილისი, 2021. - 191გვ.
- მზით განათებული ათასწლეულები = Sunlit Millennia : ჯურხა ნადირაძის არქეოლოგიური აღმოჩენები : კატალოგი (Author). - თბილისი, სეზანი, 2018. - 200გვ.. - ISBN: 9789941254338
- Yerevan khanat : ქართულ ინგლისურენოვანი გამოცემა (Author). - Baku, მერიდიანი, 2018. - 200გვ.
- ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი : აჭარა (Co-Author). - ბათუმი, თბილისი : გამ-ბა "სამშობლო", 2018. - 640გვ.. - ISBN: 9789941802737
- Georgia the gradle of viticulture (Co-Author). - Bordeaux, 2017. - 114p.
- უსანეთის სტელა და ჯვარი (Co-Author). - თბილისი, მერიდიანი, 2016. - 25გვ.
- Concise Ethnographical Vocabulary of Georgian Material Culture : Short version (Author). - Tbilisi, Meridiani, 2016. - 208p.
- "აკაკი გვიცოცხლოს უფალმა" : გამოხმაურება წერილზე - "აკაკი წერეთლის წმინდანად კანონიზების შესახებ" (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2015. - 40გვ.. - ISBN: 9789941251337
- Грузины (Co-Author). - Москва, Наука, 2015. - 815с.
- სინათლე ყველაზე დიდი სასწაული : სტატიები, წერილები, ინტერვიუები, პორტრეტები (Author). - თბილისი, კავკასია, 2015. - 346გვ.. - ISBN: 9789941940576
- აზერბაიჯანული ხალიჩები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან = Азербайджанские ковры из Национального музея Грузии = Azerbaijani carpets of the Georgian national museum = Azarbaycan xalcalari Gurcustan milli muzeyindan (Co-Author). - თბილისი, 2014. - 296გვ.. - ISBN: 978-9941-0-6735-8
- ვაზი - სიცოცხლის ხე : კრებული (Co-Author). - თბილისი, 2014. - 224გვ.. - ISBN: 9789941072833
- ქართული ტრადიციული სამოსი XVIII-XX საუკუნეები = Traditional georgian attire, 18th-20th centuries : კატალოგი (Co-Author). - თბილისი, 2013. - 302გვ.. - ISBN: 978-9941-0-5698-7
- ქართული და ძველაღმოსავლური სამყარო გიორგი ჩიტაიას შემოქმედებაში (Author). - თბილისი, 2012. - 40გვ.. - ISBN: 978-9941-0-4178-5
- დიდ საქმეთა პატარა ამბები : საქართველოს ისტორია სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (Co-Author) // ნაწილი 1 . - თბილისი, მერიდიანი, 2011. - 120გვ.
- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы (Co-Author). - თბილისი, მერიდიანი, 2011. - 610გვ.. - ISBN: 978-9941-10-489-3
- ქართული ლუდი = Georgian beer (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2010. - 136გვ.. - ISBN: 978-9941-10-271-4
- ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი = Georgian ethnological dictionary = Грузинский этнологический словарь (Co-Author). - თბილისი, 2009. - 183გვ.. - ISBN: 978-99940-980-2-6
- საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურიდან = Treasures of the Georgian National Museum : კატალოგი (Co-Author). - თბილისი, შპს "სეზანი", 2009. - 160გვ.
- გრძნობა შენი მოვლისა : ეთნოგრაფიული ნარკვევები, რეცენზიები, წერილები და სიტყვები, სხვადასხვა (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2009. - 536გვ.. - ISBN: 9789941101342
- მსოფლიოს რელიგიები (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2008. - 262გვ.. - ISBN: 978-9941-10-021-5
- დასურათებული ლექსიკონი (Co-Author). - თბილისი, ციცინათელა, 2008. - 320გვ.. - ISBN: 978-99940-801-0-6
- ქურთული მატერიალური კულტურის ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან = Kurdish artifacts from the National Museum of Georhia = Образцы курдской материальной культуры из Государственного Музея Грузии (Co-Author). - თბილისი, 2007. - 119გვ.. - ISBN: 5-85167-004-5
- მაქს ტილკეს კავკასიის ხალხთა კოსტუმი (Co-Author). - თბილისი, დიოგენე, 2005. - 126გვ.
- ვინ არიან და რა სურთ იეღოველებს (Author). - თბილისი, ინტელექტი, 2003. - 52გვ.. - ISBN: 9994010077
- ხალხური ქვითხუროობა იმერეთში (Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2001. - 200გვ.. - ISBN: 99928-33-65-3
- საქართველო-ასი კაცის ქვეყანა : წერილები (Author). - თბილისი, ინტელექტი, 2001. - 214გვ.. - ISBN: 99928-861-3-7
- საქართველოს მემორიალური კულტურა (Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2001. - 512გვ.
- უდაბნო საღვთოთ შემოკრებულთა : ქართული ბერ-მონაზვნობის ისტორიიდან (Author). - თბილისი, "ტრიადას" სტ., 2001. - 129გვ.. - ISBN: 99928-0-292-8
- მემორიალურ ძეგლთა სიმბოლიკა (Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1998. - 164გვ.
- საქართველოს ზოომორფული ძეგლები (Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1996. - 112გვ.. - ISBN: 5-511-00674-2
|