The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელდარ ნადირაძე

ელდარ ნადირაძე
Date of birth:15 September, 1949  (74 years)
Category:Ethnologist, Scientist, Politician, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭორვილა, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1972 წელს.

1974 წელს დაიწყო მუშაობა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში; 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1998 წელს  სადოქტორო დისერტაცია; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამნეტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მახლობელი აღმოსავლეთისა და სამხრეთკავკასიის მატერიალური და სულიერი კვლევის სფეროში, ასევე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ამ კულტურული მემკვიდრეობის  მეცნიერული შესწავლისა და საერთაშორისო ასპარეზზე გატანის საქმეში; მისი მონაწილეობით განხორციელდა ქართული ვაზისა და ღვინისადმი მიძღვნილი გამოფენები გერმანიაში, იაპონიაში, ინგლისსა და საფრანგეთში, სადაც კითხულობდა ლექციებს ქართული ეთნოკულტურის შესახებ; მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და გამოიცა აკადემიური ნაშრომი "ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი"; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ხელშეკრულების ("კონკორდატი") მომზადებაში; ქართული ეკლესის ისტორის შესახებ მოხსენებები აქვს წაკითხული მართლმადიდებლობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციებზე (პატმოსი, ბუქარესტი, ტალინი, რიგა); არის დამაარსებელი და რედაქტორი სამეცნიერო რეფერირებული კრებულებისა "ეთნოლოგიური ძიებანი" (2000, 2003, 2007, 2010, 2013, 2017 წლებში გამოსულია ექვსი ტომი) და "შრომები" (2018 წლისთვის გამოსულია 1 ტომი); მისი ავტორობით, თანაავტორობით და სამეცნიერო ხელმძღვანელობით რამდენიმე ათეული გამოფენა და პროექტია განხორციელებული, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;  ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან არსებულ ეთნოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობისა და ისტორიის ინსტიტუტს; წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ეთნოკულტურის სფეროში; საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის დაკვეთით, შესრულებული აქვს სამ ათეულზე მეტი საავტორო გადაცემა, ხოლო ქართულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს ესეები და პოლემიკური წერილები. სამხრეთ კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ხალხთა ეთნოკულტურის მკვლევარი - კულტუროლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.269; science.org.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.195; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.133

Member of Organizations

  • ენციკლოპედია "საქართველოს", კონსულტანტი (2000-)
  • ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი (2000-2005)
  • ილია ჭავჭავაძის ფონდის "საგურამოს" სამეურვეო საბჭო, წევრი (2008-)
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭოსა და სამეცნიერო კრებულის "მოამბის" რედკოლეგია, წევრი (1998-)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი , წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი , კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2002-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "XXI საუკუნე", წევრი (2000-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თავისუფლება" , წევრი (2003-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2002-2002)
  • ფირმა "კახური ტრადიციული მეღვინეობისა" და მასთან დაარსებული საქველმოქმედო კულტურული ფესტივალის "ქართული სულის" საკოორდინაციო საბჭო (2010-)
  • ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დაწესებული გამოყენებით ხელოვნების დარგში პრემიების მინიჭების კომისია, წევრი (2014-2017)
  • ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეურვეო საბჭო, წევრი (2013-)

Awards and Honors

  • 2019 - კულტურის რაინდის წოდება (საქართველოს მწერალთა კავშირი)
    ქართულ მეცნიერებასა და კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
  • 2014 - საზოგადოებრივი გაერთიანების "კავკაზ-მედიის" დიპლომი
    ქართულ-აზერბაიჯანულ კულტურათა დაახლოებაში შეტანილი წვლილისთვის
  • 2011 - პრემია "საგურამო" (ილია ჭავჭავაძის ფონდი)
    ჰუმანიტარულ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის
  • 2006 - საჩხერის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ღირსების მედალი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპოზიციისა და ფონდების დაცვა-შენახვისა და განადგურებისაგან გადარჩენისსაქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის

Bibliography


Share: