შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ იაკოვენკო![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კრასნოდარი, რუსეთი. 1921 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა ბათუმში. სწავლობდა ლენინგრადის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტში (2 კურსი, 1941). ნიკოლოზ იაკოვენკოს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ომის თემას, ასევე ყოველდღიურობას, საბჭოთა ხალხის შრომას ("დასვენების წუთები", "ჩაის პლანტაციები", ორივე XX საუკუნის 60-იანი წლები; "პორტი", 1978). ამავე დროს მუშაობდა პორტრეტისა და პეიზაჟის ჟანრში ("ივანე ფრანკო", 1958; "ავტოპორტრეტი", XX საუკუნის 60-იანი წლები; "წვიმის შემდეგ", 1967; "მთები", 1979). მას გარკვეული წვლილი მიუძღვის აჭარის სამხატვრო სკოლის ჩამოყალიბებაში. მისი ნამუშევრები ინახება აჭარის ხ. ახვლედიანის სახელობის მუზეუმში. ფერმწერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.161 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |