Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე II (ივანე ათაბაგი)![]()
Biographyჯაყელი, სამცხის გამგებელი, ათაბაგი 1391–1444 წლებში(ვახუშტის მიხედვით), ბექა II-ის ძე. თავდაპირველად საქართველოს მეფე გიორგი VII-სთან ერთად იბრძოდა თემურ-ლენგის წინააღმდეგ. დაახლოებით 1400–1401 წლებში განუდგა გიორგი VII-ს და დამპყრობელს დამორჩილდა. ცდილობდა სამცხისათვის მოეპოვებინა საეკლესიო დამოუკიდებლობა, მაგრამ წინ აღუდგა მცხეთის საპატრიარქო და მესხეთის საეპისკოპოსოთა დიდი ნაწილი. ივანე II-ის მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ ბოლო მოუღო ალექსანდრე I დიდის მტკიცე პოლიტიკამ. 1414 წელს მეფესთან ბრძოლაში(ასპინძასთან, კოხტასთავს) დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ალექსანდრე I-მა ერთგულების ფიცი დაადებინა და ათაბაგობა დაუბრუნა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ:5.- თბ., 1980.- გვ.89; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.208
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |