The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე II (ივანე ათაბაგი)

ოფიციალური სახელი:ივანე ჯაყელი
დაბადების თარიღი:13??
გარდაცვ. თარიღი:14??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ჯაყელი, სამცხის გამგებელი, ათაბაგი 1391–1444 წლებში(ვახუშტის მიხედვით), ბექა II-ის ძე. თავდაპირველად საქართველოს მეფე გიორგი VII-სთან ერთად იბრძოდა თემურ-ლენგის წინააღმდეგ. დაახლოებით 1400–1401 წლებში განუდგა გიორგი VII-ს და დამპყრობელს დამორჩილდა. ცდილობდა სამცხისათვის მოეპოვებინა საეკლესიო დამოუკიდებლობა, მაგრამ წინ აღუდგა მცხეთის საპატრიარქო და მესხეთის საეპისკოპოსოთა დიდი ნაწილი. ივანე II-ის მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ ბოლო მოუღო ალექსანდრე I დიდის მტკიცე პოლიტიკამ. 1414 წელს მეფესთან ბრძოლაში(ასპინძასთან, კოხტასთავს) დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ალექსანდრე I-მა ერთგულების ფიცი დაადებინა და ათაბაგობა დაუბრუნა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ:5.- თბ., 1980.- გვ.89;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.208


გააზიარე: