შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე თხორჟევსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სევასტოპოლი, უკრაინა. ცოლთან, ალექსანდრა ალექსანდრეს ასულთან(30.XII. 1855 (11.I. 1856), ოდესა, – II. 1933, ლენინგრადი) ერთად ხშირად აქვეყნებდა ლექსებს საერთო ფსევდონიმით "ივან-და-მარია". XIX საუკუნის 70-იანი წლების დასასრულს ცოლ-ქმარი თბილისში ჩამოვიდა და აქაურ ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაება. მათი ნაწარმოებები იბეჭდებოდა იუმორისტულ ჟურნალ "ფალანგაში", რომელიც 1880–1881 წლებში გამოდიოდა თბილისში რუსულ ენაზე. ამ ჟურნალის აკრძალვისთანავე, 1881 წლის დეკემბრიდან, ივანე თხორჟევსკიმ ადგილობრივი პროგრესული ძალების დახმარებით გამოსცა მხატვრულ-იუმორისტული ჟურნალი "გუსლი"(1881–1882), რომელშიც იბეჭდებოდა მისი, აგრეთვე დ. ერისთავის, დ. მინაევის, ა. პლეშჩეევის, ა. პალმის და სხვათა ნაწარმოებები. მას დიდ დახმარებას უწევდნენ ცნობილი ქართველი პუბლიცისტი ნ. ნიკოლაძე და სხვა ქართველი მოღვაწეები. 1901 წელს ივანე თხორჟევსკის თაოსნობით გამოიცა ჟურნალი "არგონავტი". მის შემოქმედებაში გარკვეული ადგილი დაიკავა ქართულმა თემატიკამ. 1897 წელს თბილისში გამოვიდა კრებული "ქართული პოეზიის ნიმუშები", რომელშიც წარმოდგენილია მის მიერ თარგმნილი გ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, ა. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ი. ჭავჭავაძის, რ. ერისთავის და სხვათა ნაწარმოებები. ეს იყო ქართველი მწერლების ნაწარმოებთა ერთ-ერთი პირველი კრებული რუსულ ენაზე. გარდაიცვალა თბილისში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.153
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |