The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ იაკუბოვიჩი

მიხეილ იაკუბოვიჩი
Date of birth:23 February, 1906
Date of death:9 November, 1963  (at 57 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოდესა, უკრაინა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის ხიდებისა და სამშენებლო კონსტრუქციების სპეციალობით 1930 წელს.

1930–1948 წლებში მუშაობდა თბილისის სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, ამიერკავკასიის "სახპროექტის" მშენებლობის განყოფილების გამგედ, "თბილმშენის" მთავარ კონსტრუქტორად, ხოლო 1948 წლიდან – საქართველოს მეცნიერაბათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში. 1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1950 წლიდან იყო ხიდებისა და სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის გამგე, პარალელურად ხელმძღვანელობდა თავისსავე დაარსებულ (1954) რკინაბეტონის კონსტრუქციების ლაბორატორიას, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა და ასპირანტურის განყოფილებას. მიხეილ იაკუბოვიჩის სამეცნიერო კვლევები ეხება მშენებლობაში მსუბუქი რკინაბეტონის კონსტრუქციების პრაქტიკაში დანერგვის მეთოდებს, კერამზიტბეტონის გამოყენების პრობლემებს ხიდთმშენებლობაში. მისი მონაწილეობით საქართველოში დაპროექტდა და აშენდა 70-მდე დიდი ნაგებობა, მათ შორის მთავრობის სახლი (1938, მთ. კონსტრუქტორი), თსუ-ის II კორპუსი, ყოფ. "იმელი", დინამოს ძველი სტადიონი, კავშირგაბმულობის სახლი, 8 ქარხანა (მეტალურგიული, ლოკომოტივების სარემონტო და სხვ.), 18 ფაბრიკა, 17 საავტომობილო ხიდი; მისივე მონაწილეობით მოსკოვის საგამოფენო ცენტრში აშენდა საქართველოს პავილიონი. შეიმუშავა მსუბუქი (პემზისა და ტუფის ქვის შერევით მიღებული) რკინაბეტონით აშენებული ასაწყობი მონოლითური კონსტრუქციების (ხისტი ჩარჩოები, თაღები, კამარები, გადახურვები და სხვ.) გამოყენების მეთოდები. თურქმენეთში, სომხეთსა და უკრაინაში მრავალი სამოქალაქო და საყოფაცხოვრებო ობიექტი აშენდა მისი შემოთავაზებული მასალებითა და მეთოდებით, კერძოდ, "ლუმაშელის" (ნიჟარა ქვის) შერევით მიღებული რკინაბეტონით. 1960 წელს კასპიის ზღვაზე, ნავთობსარეწ მშენებლობაში მისი ხელმძღვანელობით გამოიცადა და დაინერგა ასაწყობი წინასწარდაძაბული რკინაბეტონის კონსტრუქციები. გამოქვეყნებული აქვს მრავალი შრომა, მათ შორის 9 მონოგრაფია. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1945). პროფესორი (1947). ინჟინერ-მშენებელი, კონსტრუქტორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.161

Bibliography


Share: