The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იაკობი (ეპისკოპოსი)

Date of birth:3??
Date of death:3??
Category:Religious leader

Biography

ქართლის ეკლესიის მეორე მამამთავარი(ეპისკოპოსი) IV საუკუნის შუახანებში. იაკობი მღვდელი იმ პირთა შორის იყო, რომლებიც მეფე მირიანის თხოვნით რომის იმპერიიდან ახალმოქცეულ ქართლის სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში იოანესთან ერთად მოვიდნენ. ქართველთა მონათვლის შემდეგ იოანე ქართლის პირველ ეპისკოპოსად იქნა დადგენილი, იაკობი კი სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. იგი "ერთ ერისთავთან" ერთად თან ახლავს წმინდა ნინოს თიანეთის მოსახლეობის მოსაქცევად მოგზაურობისას. გარდაცვალების წინ წმინდა ნინომ იოანე ეპისკოპოსს "დაჰვედრა"(ლეონტი მროველის სიტყვით "მეფეს შევედრა"), რათა მის "შემდგომად" იაკობს "დაეპყრა საყდარი"(ე. ი. ქართლის ეკლესიის მეთაური გამხდარიყო). იოანეს გარდაცვალების შემდეგ იაკობი ქართლის სამეფოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა, მაგრამ მეფე მირდატის ზეობისას 368 წელს, როდესაც ქართლში რომაელებთან ერთად სომხებიც შემოვიდნენ, იაკობი ეპისკოპოსობიდან გადააყენეს და მის მაგივრად იობი დასვეს. 369 წელს ქართლის სამეფოს ორად გაყოფის შემდეგ, როგორც ჩანს, იობი რომის გავლენის სფეროში მოქცეული ქართლის ეკლესიის მეთაური გახდა, იაკობი ეპისკოპოსმა კი ირანის ქვეშევრდომობაში მყოფი ქართლის ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტი დაიკავა. სავარაუდოდ, ამის შემდეგ იაკობი მალე გარდაიცვალა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.159


Share: