შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან გვენცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღადიში, ამბროლაურის რაიონი. ქუთაისის რკინიგზის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (1934-1936წწ.) სწავლობდა თბილისის სასცენო ხელოვნების უმაღლეს კურსებზე აკ. ფაღავას ხელმძღვანელობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა სიღნაღის (1936) და სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრებში (1937); 1938 წლიდან იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ზაალ ბარათაშვილი (ს. შანშიაშვილის "არსენა"), ჟამთაბერი (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), ოთარ ბეგი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), გოროდნიჩი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), აპრაკუნე (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"), კაკუტა, ლოპიანე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", "ცხოვრების ჯარა"), ანჟელო (ვ. ჰიუგოს "ანჟელო"), იანვარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), დიმიტრი (ალ. ჩხაიძის "დიდი ზარი"), ვლადიმერ ბარათაშვილი (გ. იმერელის "ლანდები"), რუბენ მინდელოვი (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია") და სხვ. მონაწილეობს ფილმებში: "მაიაკოვსკი იწყებდა ასე..." (კ. პიპინაშვილი, 1958), "პიერი-მილიციის თანამშრომელი" (დ. რონდელი, 1965), "მალე გაზაფხული მოვა" (ო. აბესაძე, 1967), "ჩემი მეგობარი ნოდარი" (დ. რონდელი, 1967), "მოიტაცეს თამარ ქალი" (ლ. გორდელაძე, 1971), "ზვარაკი" (გ. ჩირაძე, 1990) და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.9; ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 62; kino-teatr.ru ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |