The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე წიქრიძე

დაბადების თარიღი:159?
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

XVI–XVII საუკუნეების მიჯნის ოქრომჭედელი. მისი შესრულებულია ღვთისმშობლის ოქროს ხატი ჩადგმული 12 მოციქულის დიდ ხატში, რომელიც შემოქმედის მონასტერში ინახებოდა. ხატი მამია გურიელისა და მისი მეუღლის თინათინის მიერ იყო შეწირული. სხვებთან ერთად გვხვდება ასეთი წარწერაც: "ქორონიკონსა ორასოთხმოცდაცხრასა(1601) ივანეს ოქრომჭედელს შეუნდოს ღმერთმან წიქრიძეს". ექვთიმე თაყაიშვილს მიაჩნია რომ ივანეს(ოვანეს) შესრულებულია სოფელ გურიანთის ე. წ. ციხის ეკლესიის ღვთისმშობლის ხატიც შეწირული იმავე მამიასა და თინათინის მიერ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.211 


გააზიარე: