Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ იაკობაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩიხა, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1938 წელს. 1943–1946 წლებში მუშაობდა კვების მრეწველობის სამინისტროს ტრესტ "საქეთერზეთში" მთავარ ინჟინრად, 1946–1959 წლებში მმართველად. 1959–1970 წლებში იყო "საქცხიმეთერზეთის" მმართველი, 1970 წლიდან საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ეთერზეთების მრეწველობის განყოფილებას. ნიკოლოზ იაკობაშვილის შრომები ეძღვნება ეთერზეთოვანი კულტურების ნედლეულის ბიოქიმიურ და ტექნოლოგიურ შესწავლას, ნედლეულის კომპლექსური გადამუშავების ტექნოლოგიას და გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების გამოყენებას. მისი ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით თბილისში 1968 წელს ჩატარდა ეთეროვანი ზეთების მრეწველობის სპეციალისტთა IV მსოფლიო კონგრესი. იყო მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და სიმპოზიუმის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმიფო ჯილდოები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967). პროფესორი (1986). კვების მრეწველობის დარგის სპეციალისტი. საქართველოში ეთეროვანი ზეთების კვლევის ფუძემდებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.158. Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |