The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნაზი კეჭაყმაძე

ნაზი კეჭაყმაძე
Date of birth:21 January, 1913
Date of death:25 May, 1996  (at 83 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კვირიკეთი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა მახარაძის შრომის სკოლა 1927 წელს; 1930-1934წწ. მახარაძის თეატრის მსახიობია, შემდეგ მუშაობდა ჩოხატაურის კლუბთან არსებულ დრამწრეში, ხოლო ჩოხატაურში სახელმწიფო თეატრის დაარსების შემდეგ, ჯერ მსახიობი, ხოლო შემდეგ (1943-1945წწ.) ამ თეატრის დირექტორი იყო; 1949 წლიდან იყო ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნინო (ს. ერთაწმინდელის "რევოლუციის მოლოდინი"), ქეთევანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), ხანუმა, გულჯავარი (ა. ცაგარელის "ხანუმა", "გლეხის ქალი გულჯავარი"), ტურფა (ა. წერეთლის "პატარა კახი"), გულთამზე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ფატი (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"), მარინე (ვ. გუნიას "და-ძმა"), ქრისტინე (პ. ირეთელის "ქრისტინე"), მამიდა (ტრ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა"), ძიძია (ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა"), ელენე (მ. ქელბაქიანის "შესაფერი ჯილდო"), ტატიანა (ს. მთვარაძის "სახსოვარი"), ელიკო (ი. ვაკელის "რვალი"), საშა (ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), მართა (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), კაკანო, ბებია (ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს" და "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.11; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 638

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1955 - აჭარის დამსახურებული არტისტი

Share: