The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით იაკობიძე

დავით იაკობიძე
Date of birth:1 April, 1946  (78 years)
Category:Economist, Scientist, Financier

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1968 წელს.

1978–1982წწ. იყო საქართველოს ეკონომიკისა და მართვის ინსტიტუტში ფინანსებისა და ფასწარმოქმნის განყოფილების გამგე; 1982–1989წწ. საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის გამგე; 1989–1991წწ. სახალხო მეურნეობის დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტის საბაზრო ეკონომიკის განყოფილების გამგე; 1993–1997წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრი; 2000–2001 წლებში ხელმძღვანელობდა ადამიანის განვითარების პირობების შემსწავლელ სამეცნიერო ცენტრს, 2001–2003 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში მრჩევლად, 2006 წლიდან არის თსუ-ის, ხოლო 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის(მ. შ. მონოგრაფიების) და პუბლიცისტური წერილების ავტორი. მისი სამეცნიეო შრომები ეხება საქართველოს ეკონომიკური განვითარების საკითხებს გლობალიზაციის პირობებში, მისი ფუნქციონირების მაკროეკონომიკურ ამოცანებს და მათი გადაწყვეტის სპეციფიკის მექანიზმს. დავით იაკობიძე 1994–1997 წლებში მონაწილეობას იღებდა საქართველოს პირველი სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში, ეროვნული ფულადი ერთეულის – ლარის გამოშვებაში, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებაში, ერთიანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში, ეროვნული ხაზინისა და ზარაფხანის შექმნაში და სხვ. მისი ხელმოწერაა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ეროვნულ ვალუტაზე – ლარზე. ეკონომიკის მეცნნიერებათა კანდიდატი (1976), პროფესორი (2013).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.159

Awards and Honors

  • 2014 - ქალაქ ჭიათურის საპატიო მოქალაქე

Bibliography


Share: