The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ მინეევი

მიხეილ მინეევი
Date of birth:24 January, 1918
Date of death:1987  (at 68 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სამარყანდის ცხრაწლიანი სკოლა 1934 წელს; 1936-1940წწ. სწავლობდა თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც მუშაობა დაიწყო გრიბოედოვის თეატრშივე მსახიობად; 1941-1943წწ. წითელი არმიის რიგებშია; 1943-1945წწ. მუშაობდა ქ. ფერგანაში (უზბეკეთი) კულტურის სახლის დირექტორად; 1945-1956წწ. იყო თბილისის რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. მის მიერ ამ თეატრის სცენაზე განხორციელებული როლებიდან აღსანიშნავია: ტიხონი (ა. ოსტროვსკის "ჭექა-ქუხილი"), მონტანელი (ე. ვოინიჩის "კრაზანა"), კორაბლიოვი (კავერინის "ორი კაპიტანი"), ვანია ზემნუხოვი (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"), ანანია (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), მიტია (ა. ოსტროვსკის "სიღარიბე საძრახისი არ არის"), ლორენცო (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა") და სხვ.; 1956 წელს მიიწვიეს მსახიობად გრიბოედოვის თეატრში, რომლის სცენაზეც განასახიერა: მაქსიმ გორკი (კაპლერის "ჭაქა-ქუხილის წელიწადი"), კუზმინი (ვ. როზოვის "ყველა დროის სიყვარული"), პეტრე ტერეხინი (კ. ფინის "ბებერი სულელი"), თევდორე (ვ. როზოვის "სიყვარულის ძიებაში"), მაქს ლესკალიე (ა. ჟერის "მეექვსე სართული"), ბ-ნი კრალერი (ფ. გუდრიჩის, ა. ხაკეტის "ანა ფრანკის დრიური"), ტუმანსკი (ა. აფიგენოვის "მაშენკა"), დონ-კიხოტი (ვ. კოროსტილიოვის "დონ-კიხოტი იბრძვის"), პომიგალოი (ა. ვამპილოვის "გასულ ზაფხულს") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.11;

           http://www.geocinema.ge/ge/person.php?kod5=563

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: