The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბესალომ ყურაშვილი

აბესალომ ყურაშვილი
დაბადების თარიღი:16 სექტემბერი, 1927  (97 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1950 წელს. 

1950-1951 წწ. მუშობდა ქ. ბაქოს მეტროპოლიტენის მშენებლობაზე; სამხედრო სამსახურში გაწვევის შემდეგ მუშობდა სარკინიგზო ობიექტების აღდგენაზე დასავლეთ უკრაინაში, კარპატებში; დემობილიზების შემდეგ, 1952-1973 წწ.  მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "თბილმეტრომშენში"; 1973-1976 წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" მმართველი; 1976-1978 წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" უფროსი და საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე; 1978-1989 წწ. საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 1990 წლიდან მუშაობდა "თბილმეტრომშენში". 1973 წელს სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა ყვარლის ღვინის (ქინძმარაულის) და სკრის ხილის მიწისქვეშა საცავები, თბილისის მეტროსადგურები: "მარჯანიშვილი", "რუსთაველი", "თავისუფლების მოედანი", "ავლაბარი", "300 არაგველი", "ისანი", "სამგორი" და "სამედიცინო ინსტიტუტი", თბილისის აეროპორტის გზა, მნიშვნელოვანი სამოქალაქო-სამრეწველო ობიექტები საქართველოს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში. გვირაბმშენებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდებისა და გვირაბების კათედრის პროფესორი, ამავე სპეციალობების სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, 25-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.664; ამბები.GE: საინფორმაციო პორტალი: ambebi.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - სსრკ სახელმწიფო პრემია (ერთობლივი გამარჯვება)
  • 1971 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: