The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ნინუა

ივანე ნინუა
Date of birth:2 February, 1908
Date of death:29 June, 1980  (at 72 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1927 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისიში მე-6 ლეგიონში მემუსიკედ. 1930 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრთან გაიხსნა სტუდია, სადაც მიიღეს ჯერ მსმენელად, ხოლო შემდეგ მსახიობად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მოხუცი ყმა, თედორე (ს. მთვარაძის "ჩვენც, ჩვენც", "სურამის ციხე"), ზანგი მამა (შ. კუჭავას "ჩვენ გავიმარჯვებთ"), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), მეორე მსახური (ჟ. მოლიერის "სკაპენის ოინები"), ირემი (ვ. შვარცის "თოვლის დედოფალი"), ხომენკო (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ღვთისო, კახი (ა. წერეთლის "ბაში-აჩუკი", "პატარა კახი"), მამა მონტეგი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), გლახა (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი") და სხვ.; გარდა თეატრისა, თანამშრომლობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმშიც", სადაც განასახიერა: ბარათა ("მაია წყნეთელი"), პატარა კოსტა ("ენგურის ნაპირებზე"), ექიმი ("არაჩვეულებრივი გამოფენა") და სხვ.; წლების მანძილზე მოღვაწეობდა ქართულ ესტრადაზე. ჩამოაყალიბა "მეფანდურეთა ტრიო" და ჩაწერა მისი პირველი ფირტიფები: "ცეკვა სოფლად" და "შაირები", პარალელურად მონაწილეობდა ფილარმონიაში საესტრადო წარმოდგენა-კონცერტებში.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.15

Awards and Honors

  • 1959 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1955 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: